ჩინური საწყობის მისამართის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე.შეავსოთ ყველა ველი და თქვენ კაბინეტში დაგენერირდება თქვენი მისამართიც
როგორ უნდა ჩავწერო საიტზე ჩემი მისამართი?
მისამართი უნდა შეავსოთ იმ ფორმით რა ფორმითაც მოცემულია თქვენ კაბინეტში.უმჯობესია იყოს ჩინურ ენაზე.
რამდენ ხანში ჩამოდის ტვირთი?
ჩამოდის გამოფრენიდან 5-7 დღეში თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ავიახაზებს არ შეექმნება პრობლემები
რა ჯდება ტვირთის ტრანსპორტირება?
სტანდარტული ტარიფი 12.50$, სტუდენტური 12$, იურიდიული 12$
როგორ ხდება ჩამოსული ამანათის გატანა?
ჩამოსული ამანათების გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართიდან:
თბილისი,ბუდაპეშტის N11
თბილისი, მ. ნოზაძის ქუჩა, N1
ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. N6
ბათუმი, ტბელ-აბუსელიძის ქ. N30
(სამუშაო საათები და ოფისების ადგილმდებარეობა იხილეთ კონტაქტში)
ამანათი არ მიჩანს ოთახში.როგორ მოვიქცე?
პირველ რიგში გადაამოწმეთ თვითონ გამყიდველთან გამოგზავნილია თუ არა ამანათი და მისი სტატუსი.ამის შემდეგ მოგვმართეთ ჩვენ თრექინგ კოდით რათა საწყობში გადავამოწმოთ.
რა შემთხვევაში მიწევს განბაჟების გაკეთება?
განბაჟებას ექვემდებარება ყველა ტვირთი რომელიც არის 300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30კგ-ზე მეტი წონის.ასევე გასანბაჟებლად შეიძლება ჩაითვალოს კომერციული სახის ტვირთი,რომელშიც ითვლება ერთი სახეობის რამდენიმე ნივთი(მაგ:5 ერთნაირი ფეხსაცმელი,ბიჟუტერია და ა.შ.).განბაჟება ხდება თვენს მიერ მოწოდებული ინვოისის საფუძველზე.გთხვოთ გასანბაჟებელი საქონლის ინვოისები ატვირთოთ თქვენს ოთახში ამანათის გასწვრივ