ტარიფები

ჩინეთი

  • სტანდარტული ტარიფი 12.50$
  • ტარიფი სტუდენტებისთვის 12.00$
  • ტარიფი იურიდიული პირებისათვის 12.00$

თურქეთი

  • ტარიფი 3.50$

აშშ

  • სტანდარტული ტარიფი 10.50$
  • ტარიფი სტუდენტებისთვის 10.50$
  • ტარიფი იურიდიული პირებისათვის 10.50$

საბერძნეთი

  • ტარიფი 4.50€

ინგლისი

  • ტარიფი 9.90$

ჩინეთი (სახმელეთო)

  • სტანდარტული ტარიფი 5.50$
  • ტარიფი იურიდიული პირებისათვის 5.00$

გერმანია

  • ტარიფი 9.00€
მომსახურების ფასისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია

მომხმარებლის მიერ გამოსაწერი მომსახურების ფასი დამოკიდებულია ამანათის/ტვირთის წარმოშობის ქვეყანაზე, ტრანსპორტირების მეთოდზე, ამანათის რეალურ ან მოცულობით წონაზე, ასევე კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლო დამატებით მომსახურებაზე.

ყურადღება: კომპანია ამანათების გადაფუთვის მომსახურებას არ ახორციელებს.

1. ტრანსპორტირების ღირებულების დათვლის წესი

ჩინეთიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან გამოგზავნილი ამანათების შემთხვევაში ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით:

  • თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, საფასური დაითვლება რეალური წონით;
  • თუ მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, საფასური დაითვლება მოცულობითი წონით.

მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: სიგრძე (სმ) × სიგანე (სმ) × სიმაღლე (სმ) / 6000 = მოცულობითი წონა (კგ).

ჩინეთიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე მინიმალური დასათვლელი წონა არის 100 გრ.

2. სტანდარტული ტარიფები (1 კგ)

ტრანსპორტირების ყველა სუბიექტისთვის ტარიფები ქვეყნების მიხედვით შეადგენს:

  • ამერიკა (საჰაერო) - 1 კგ / 10.5 USD
  • დიდი ბრიტანეთი (საჰაერო) - 1 კგ / 9.9 USD
  • გერმანია (საჰაერო) - 1 კგ / 9 EUR
  • საბერძნეთი (სახმელეთო) - 1 კგ / 3.5 EUR
  • თურქეთი (სახმელეთო) - 1 კგ / 3.5 USD
3. ჩინეთიდან ტრანსპორტირების ტარიფები

3.1. ავიაგადაზიდვა

  • სტანდარტი (ფიზიკური პირი) - 1 კგ / 12.5 USD
  • იურიდიული პირი - 1 კგ / 12 USD
  • სტუდენტი - 1 კგ / 12 USD

3.2. სახმელეთო გადაზიდვა

  • ფიზიკური პირი (სტანდარტი) - 1 კგ / 5.50 USD
  • იურიდიული პირი - 1 კგ / 5.50 USD
4. დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია

ტრანსპორტირების ძირითად ფასს, კონკრეტული მომსახურების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაემატოს შემდეგი დამატებითი ხარჯები:

  • 4.1. სპეციალური შეფუთვის საფასური - მყიფე, მსხვრევადი ან სპეციალურ მოპყრობას მოითხოვს ტვირთის დამატებით შეფუთვის შემთხვევაში. საფასური შეადგენს 30 დოლარს ერთ ამანათზე;
  • 4.2. მისამართზე მიწოდების/გადაგზავნის საფასური - თუ მომხმარებელი ითხოვს ამანათის საქართველოში მისამართზე მიტანას სერვისცენტრიდან გატანის ნაცვლად. მიწოდების საფასური შეადგენს 5 ლარიდან თბილისის ფარგლებში, ხოლო 8 ლარიდან რეგიონებში;
  • 4.3. არასტანდარტული, დიდი მოცულობის ან სპეციფიკური ტვირთის დამუშავების საფასური ვრცელდება ამანათზე, რომლის წონა აღემატება 20 კგ-ს. დამუშავების დამატებითი საფასური დამოკიდებულია საკურიერო კომპანიაზე. ასეთი ამანათის ღირებულება წინასწარ იქნება შეთანხმებული მომხმარებელთან;
  • 4.4. საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს ეკისრება იმპორტის გადასახადი (დღგ) 18%-ის ოდენობით, ამანათის ღირებულებისა და ტრანსპორტირების ხარჯის ჯამურ თანხაზე. საბაჟო გაფორმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ. საბაჟო გადასახადის გადახდა ეკისრება მომხმარებელს;
  • 4.5. სხვა დამატებითი მომსახურების საფასური - თუ ასეთი მომსახურების გაწევა მომხმარებლის მოთხოვნით ან ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე გახდება საჭირო, კონკრეტული საფასური მხარეებს შორის შეთანხმებული იქნება დამოუკიდებლად, მომსახურების გაწევამდე.

მომხმარებელს უფლება აქვს ამანათის გაგზავნამდე და/ან მიღებამდე მიმართოს მომსახურების მიმწოდებელს ტრანსპორტირების სავარაუდო ღირებულების წინასწარ გაანგარიშებისთვის. სავარაუდო ღირებულების დათვლა შესაძლებელია ამანათის წონის, გაბარიტებისა და დანიშნულების ქვეყნის მითითებით. საბოლოო ფასი დადგინდება ამანათის რეალური ან მოცულობითი წონის საფუძველზე.